26, ოქტომბერი 2021 16:57:00
„ქართული ოცნება“ აიპებისა და შპს-ების თანამშრომლების, პედაგოგების და საჯარო მოხელეების მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით ახდენს, მათ შორის აჭარიდან. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს, ხვალ, დედაქალაქში აქციაზე წასვლის სანაცვლოდ თანხას ჰპირდება. ოპოზიციის თქმით, აქციაზე ერთი მონაწილის მხარდაჭერა მმართველ პარტიას 50 ლარი უჯდება. მათივე ინფორმაციით, აქციაზე წამსვლელებს თანხას მერები და მათი წარმომადგენლები ურიგებენ.