27, ოქტომბერი 2021 14:29:00
ბათუმში, მიკრო ავტობუსების დეფიციტია. რა თანხის სანაცვლოდ გადაწყვიტეს მძღოლებმა, „ქართული ოცნების“ დაანონსებულ აქციაზე წასვლა? ქალაქში დარჩენილი მძღოლები ამბობენ, რომ იმაზე მეტი შესთავაზეს, ვიდრე მთელი კვირის განმავლობაში გამოიმუშავებენ. თვითდასაქმებულების უმეტესობა, თბილისში, გამთენისას გაემგზავრა. მგზავრებმა იციან, რომ შექმნილი დისკომფორტის მიზეზი მმართველი პარტიის დაორგანიზებული კონტრაქციაა.