30, ოქტომბერი 2021 10:24:00
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არჩევნებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. მან საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ხმა ცვლილებებსა და სააკაშვილის თავისუფლებას მისცა.
"მე მივეცი ხმა ცვლილებებს, სააკშვილის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების წარმატებასა და წინსვლას. ხელვაჩაურში დამარცხდა "ქართული ოცნება", მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ასევე იქნება მეორე ტურში, დამაჯერებლად მოიგებს ქართველი ხალხი, ოპოზიცია და ხვალიდან დაიწყება ცვლილებები"-განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.