30, ოქტომბერი 2021 20:00:00
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა. 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
არსებული მონაცემებით, საარჩევნო პროცესი უბნების უმრავლეს ნაწილში მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა რიგ მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის.