01, ნოემბერი 2021 09:30:00
"გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს" - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნმიკანორ მელიამ პარლამენტთან გააკეთა და ოპოზიციის მასშტაბური აქცია დაანონსა. "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს, თბილისში გამართავს.
"გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა მელიამ.