02, ნოემბერი 2021 10:57:00
დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, 17:00 საათზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება.
დღესვე, 18:00 საათზე აქცია იქნება რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველო პროტესტს იწყებს! 17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი). ასევე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“- ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.