02, ნოემბერი 2021 15:40:00
პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარს ამბობს. მდინარაძე ირწმუნება, რომ მმართველ გუნდს ცვლილებების მიღებაზე არანაირი ვალდებულება არ აუღია.
ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, ეს ალბათ ყველამ კარგად იცის. მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება, ანუ თუ ჩვენ ამ ნებას დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ და ამისთვის მზად ვართ, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება და ჩვენ ამაზე სამსჯელოთ მზად ვართ, - თქვა მდინარაძემ.