გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი ტარიფები - რატომ გვარწმუნებს ხელისუფლება, რომ ყველაფერი კარგადაა?
პოლიტიკა
ცხოვრება ძვირდება, კომუნალურ გადასახადებზე ტარიფები იზრდება, პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იმატებს. ადამიანები დღეებს ერთმანეთს, ლუკმა-პურის მოპოვების ფიქრით აყოლებენ. მთავრობისთვის ხალხის პროტესტი შეუმცენევლია და ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება ისე გვაჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა და აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც ეს საბჭოთა საქართველოში ხდებოდა. სად ვართ ვართ ახლა და რა მოჩანს გვირაბის ბოლოს? ვნახოთ გოგა ანთიძის სატირული სიუჟეტი.
ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტისა და სახკომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან, ნებისმიერ პოსტ-საბჭოთა მოქალაქეს, ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრება ექნება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ეკონომიკური ზრდა „დუღილის“ რეჟიმში გადაიყვანა. პროფკავშირებისა და დიდი პრემიერის, ამხანაგი ღარიბაშვილის თანადგომით, ჩვენ მოვახერხეთ და უკეთესი გავხადეთ სოციალისტური ცხოვრება. დაიწია გადასახადებმა, გამყარდა ჩვენი ვალუტა და შემცირდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასი. ვაშა ამხანაგებო! გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!
ამხანაგობით, არავინ მოგმართავთ დღეს ტელევიზორიდან და სამწუხაროდ, ვერც ეკონომიკის დუღილზე და ბედნიერ ცხოვრებაზე გესაუბრებით, რადგან რეალობისგან ეს ყველაფერი შორსაა. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დემოკრატიული და გაძლიერებული სახელმწიფოს შენებას შეუდგა, ზოგის ჯიბე გასქელდა, მაგრამ ბევრის შემცირდა. გვპირდებოდნენ კომუნალური გადასახადების სიმცირეს და გვეუბნებოდნენ, რომ ტარიფი, რომელიც ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს მოქმედებდა, მდიდარი რესურსების მქონე ჩვენი ქვყნისთვის, შეუსაბამო იყო.
გვაჯერებდნენ, რომ დაიწევდა გაზის გადასახადიც და სოციალური პირობები გაცილებით გაუმჯობესდებოდა.
გვპირდებოდნენ, იაფ ფულს, სოფლის განვითარებას, დასაქმების პერსპექტივას და საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის სამამდე დაყვანას.
რაღა უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, მაინც გაგიკვირდებათ - მმართველი გუნდის ლიდერები ისევ მზარდ ეკონომიკაზე და ბედნიერ ცხოვრებაზე გვესაუბრებიან, პრემიერი გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, ეკონომიკის მინისტრი კი გვარწმუნებს, რომ სიღარიბე დავძლიეთ და ისევ წინა ხელისუფლებას უდგება ჯიბრში.
როგორაა 2010 დან 2021 წლამდე ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაზრდილი, ამ გრაფიკითაც, კარგად ჩანს. ამასთან ერთად, ქვეყანაში ინვესტიციებიც შემცირდა. ქვეყნის ე.წ. განვითარება, იმ სცენარით მიდის, როგორიც ჩევნს დიდ მეზობელს გაახარებდა. ბოლო, 10 წლის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ნეტ-ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა. მხოლოდ, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1.71 მილიარდ კილოვატსაათს მიაღწია, ეს მთლიანად გასული წლის დენის იმპორტს 7%-ით აღემატება. მხოლოდ წელს, ქვეყანამ, ყველაზე მეტი - 1.05 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღო, რაც ოკუპანტი ქვეყანიდან დენის იმპორტის რეკორდული მოცულობაა. ამის მიუხედავად, პრემიერი ამბობს, რომ:
ამ ყველაფრის კადრებად გრაფიკა სტატისტიკის.
ეკონომიკა დუღს - ღარიბაშვილი
უკვე 11 წელია, ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომ ვართ დამოკიდებულები ადასტურებს ბუნებრივი აირის სტატისტიკაც, რომლის გადასახადის მატებაც უკვე დაანონსდა. სადამდე მიგვიყვანს, გაუარესებული ყოველდღიური ყოფა, გაზრდილი გადასახადები და არაპროგნოზირებად რუსეთზე დამოკიდებულება, ვკითხეთ ეკონომისტ...
საბოლოოდ, გვეშველება რამე? საით მივდივართ? რა გზით მივდივართ? როგორ მივდივართ? ფაქტია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ მოჩანს.