03, ნოემბერი 2021 20:10:00
სოფლებში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. საინფორმაციო შეხვედრები, ამჯერად, დაბა ჩაქვში გაიმართა. ჩაისუბნის ამბულატორიში ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად გაეცნო. ნინო ნიჟარაძის თქმით, ვაქცინააციის ტემპი, როგორც ყველგან, აჭარიშიც შედარებით დაბალია და ყოველდღიურად საშუალოდ, მხოლოდ, 500-მდე დოზა ვაქცინა ადმინისტრირდება. რეგიონში ჯამში 220 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული და ორი დოზით, მოსახლეობის 28%-ია აცრილი.
სოფელ ზედა აგარაში მცხოვრებო მოსახლეობა გვიყვება, რომ მათი საცხოვრებელი სახლები სიცოცხლისთვის სახიფათოა, საშიშროებას კი - მცოცავი ნიადაგი და საცხოვრებლის მიმდებარე ფერდზე არსებული ლოდები ქმნის. ამ ადგილას მეწყრული პროცესები რამდენიმე კვირის წინ განვითარდა.
ქალი იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ზვავმა მისი შვილი მოიყოლა. შემთხვევას ახალგაზრდა კაცი გადაურჩა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. არსებობისთვის პენსიაც დაუნიშნეს. ამ სახლში ახლა, უხუცესი ცოლ - ქმარი ცხოვრობს, ერთ - ერთი მათგანი კი - მწოლიარეა. ისინი განსახლებას ითხოვენ.
რთულ ვითარებაზე საუბრობს მის მეზობლად მცხოვრები ოჯახიც. თამაზ ფარტენაძე გვიყვებაა, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორია არაერთხელ დაიმეწყრა, ხშირია ქვათა ცვენის შემთხვევებიც. ფარტენაძეები ხელისუფლებას ფერდობის გამაგრებას, ან განსახლებას სთხოვს.
ქედის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა, გეოლოგიურად აქტიური ადგილები შეისწავლეს და შესაბამისი საინფორმაციო დოკუმენტიც შეიქმნა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები განსახლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამით ისარგებლებენ.
ქედის მერიამ, ეკომიგრანტებისთვის მრავალსართულიანი კორპუსი, ბათუმი - ახალცხის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ პირველ მაისთან მოაწყო. უწყება ბენეფიციარებად სოფელ ქვედა აგარაში, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრებ ოჯახებს განიხილავს.