28, აგვისტო 2017 15:14:00
პეტრე ბრეუსის თასზე საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში დასრულდა. მასში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა, ბათუმისა და სომხეთის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის წყალბურთელები შეეჯიბრნენ. გამარჯვება თბილისელმა მცურავეებმა მოიპოვეს. აღნიშნული ტურნირი მეშვიდე წელია იმართება და შეჯიბრის ორგანიზატორი მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია.