08, ნოემბერი 2021 14:13:00
ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - ოპოზიცია დღეს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება. შეკრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.