08, ნოემბერი 2021 14:27:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაციის და დეზინფორმაციის გავრცელება, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის სავალდებულო და არ გახდება, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდ ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი და აცრა გვიცავს სიკვდილისგან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.