10, ნოემბერი 2021 13:59:00
საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძახილებით გამოხატავენ მხარდაჭერას.
ეზოში პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომელთა მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ ესწრება.