12, ნოემბერი 2021 12:18:00
ბათუმში, პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ფუტკარაძე დააკავეს. მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართული აქცია-პერფორმანსი გახდა. გუნდის წევრებმა შენობასთან ავტომობილი მიიყვანეს, რომელშიც პლაკატები იყო გამოკრული. შეკრებილებმა, ამ ფორმით, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და პროპორციული წესით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. სუს-თან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. სწორედ, ამ დროს დააკავეს ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე.