12, ნოემბერი 2021 13:49:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დღის წინ დაკავებული აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საქმეებს განიხილავენ. მართალია კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 46 ადამიანიდან, ნაწილი გუშინ, 2 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, აქტივისტები და პოლიტიკოსები, 10 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზად ის დაასახელა, რომ პროტესტის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.