17, ნოემბერი 2021 15:38:00
კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიამ ჟურნალისტებისთვის ორ დღიანი ვორქშოპი ჩაატარა. თემაზე „აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა, ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძესთან ერთად იმუშავეს. დრო დაეთმო აღქმის პროცესის საფუძვლების შესწავლას და იმის გააზრებას, თუ რა გზებითა და საშუალებებით იღებს ადამიანი ინფორმაციას გარემოდან. შეხვედრაზე ახალი ამბების მიწოდების ხერხები, ასევე დიქტატურებსა და დემოკრატიულ საზოგადოებებში პროპაგანდის მეთოდების გამოყენების ფორმები განიხილეს. ისაუბრეს, „ფეიკ ნიუსების“ გამოყენების მაგალითებზეც.