22, ნოემბერი 2021 11:47:00
საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დამაიდებელია და 2022 წლის იანვარში ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2021 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ეკონომიკური ზრდის რეგიონის და ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით, 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება დაახლოებით 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით" - თქვა მთავრობის მეთაურმა.