04, სექტემბერი 2017 20:42:00
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შენობა ,,ვითი ჯგუფმა“ შეიძინა. ინფორმაციას სკოლა-ლიცეუმის ყოფილი დირექტორი ავრცელებს. ელგუჯა დავითაძე თქმით, ჰოლდინგმა სკოლის რებრენდინგი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლო. გააგრძელებენ თუ არა ახალი მფლობელები საგანმანათლებლო საქმიანობას?! - ჯერ-ჯერობით უცნობია. გაურკვეველია ისიც - შეეძლებათ თუ არა შაჰინის სკოლა-ლიცეუმის პერსონალს ,,ვითი ჯგუფთან“ თანამშრომლობა. ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაუუქმა.