27, იანვარი 2017 05:12:12
ინტენსიურად თოვს ქობულეთშიც. ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში - 30 სმ-ს, ხოლო ქალაქში 5 სმ-ს აღწევს. უამინდობის გამო, რამდენიმე სოფელში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. გამგეობაში ამბობენ, რომ გზების გასაწმენდად მთელი დღის განმავლობაში 9 ერთეული სპეც-ტექნიკა იმუშავებს. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სოფელ კვირიკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შედეგად დენის გარეშე დარჩა 100 აბონენტი. აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.