30, ნოემბერი 2021 13:35:00
პოპულიზმი და შეტევა თავისუფალ მედიაზე - ექსპერტები პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ. სპეციალისტები ირაკლი ღარიბაშვილს იმ ინიციატივას უწუნებენ, რომლის მიხედვითაც აზარტულ თამაშებზე შეზღუდვები დაწესდა და მედიაში მათი რეკლამირება აიკრძალა. ეკონომისტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა კრიტიკული მედიის საწინააღმდეგოდ მიიღო. სპეციალისტები თვლიან, რომ თამაშის აკრძალვა გამოსავალი არაა, რადგან ადამიანები ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებენ, რაც კრიმინალთან კავშირის პროვოცირებას მოახდენს.