30, ნოემბერი 2021 14:50:00
პროექტის „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში ქედაში მედია ტური გაიმართა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის 66-ვე საჯარო სკოლა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით გაუმჯობესდა. როგორიცაა მზის წყლის გამათბობლები, ბიომასის გამათბობლები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვ. მედია ტურის მიზანი ალტერნატიული ენერგიის მოხმარებისა და წარმოების საზოგადოებისათვის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება იყო.