05, სექტემბერი 2017 14:04:00
„საპორტო ქალაქები, როგორც კონტაქტის ზონები და საგანგებო ქალაქები“- თემაზე ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. ამერიკიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და არქიტექტურის ისტორიკოსები 2 დღის განმავლობაში საპორტო ქალაქების სპეციფიკასა და თავისებურებებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება ბათუმზე, ტრაპზონსა და ოდესაზე გამახვილდება. კონფერენცია დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. იგი ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობითა და ფოლცვაგენის ფონდის დაფინანსებით ტარდება.