02, დეკემბერი 2021 14:20:00
ტური “TV25“-ში. ჩვენს მაუწყებელს სკოლა „თამარისის“ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოზარდებმა ტელევიზიის სტუდიები დაათვალიერეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ასევე, ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს, საინფორმაციო სამსახურის უფროსი პასუხობდა. მაუწყებლის დათვალიერების მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.