09, იანვარი 2017 05:17:00
რა ბედი ელის ბათუმის #1 სასპორტო სკოლას? რა გეგმები აქვს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს კომპლექსთან დაკავშირებით და როგორია მოქალაქეებისა და მწვრთნელების დამოკიდებულება - საკითხთან დაკავშირებით დღეს სპორტკომპლექსში საჯარო შეხვედრა გაიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ სპორტული კომპლექსის მთავარი შენობა შენარჩუნდება, სპორტსმენებს კი სავარჯიშოდ, დროებით, ალტერნატიული ფართობები გამოეყოფათ, მათ შორის ერთ-ერთი ბონის სპორტული დარბაზია. შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა მონაწილეების ნაწილი. მათი განცხადებით, შეთავაზებული ფართი საკმარისი არ არის. ისინი, ახალი შენობის აშენებამდე, ძველი დარბაზების შენარჩუნებას მოითხოვენ.