08, სექტემბერი 2017 14:03:00
ხვალ , 9 სექტემბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული 81-ე ტაეტრალურ სეზონს გახნის. 13 საათზე პატარებისთვის „მოჯადოებული ფერიას“ ითამაშებენ. 19 საათზე კი რეჟისორ თამაზ ბოლქვაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „არანგამას“ ჩვენება გაიმართება, წარმოდენაზე დასწრება მაყურებელს უფასოდ შეეძლება. დასრულების შემდგომ თეატრის ფოიეში მოეწყობა რეკვიზიტების გამოფენა. კვირას - "ამბიციური ვირის" ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ღია სალაროზე. თეატრის ახალი ხელმძღვანელის მაყურებელს სეზონის განმავლობაში სამი სპექტაკლის პრემიერას ჰპირდება.