27, იანვარი 2017 08:13:00
რა მდგომარეობაა ბათუმში ქალაქის განაშენიანების კუთხით, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზი არსებობს ამ მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს ბათუმის ძველი იერსახის შენარჩუნებისთვის - საკითხზე დღეს "ლურჯი ფარის" და საზოგადოება ბათომის ინიციატივით საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები მტავარ პრობლემად საკანონმდებლო ხარვეზს მიიჩნევენ, რის გამოც თვითმმართველობებს არ აქვთ ბერკეტი ხელი შეუშალონ ქალაქის ისტორიული სახის განადგურებას. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით.