08, სექტემბერი 2017 20:02:00
ანკა გუჯაბიძის "რუსთავი" და დარო სულაკაურის "შავი ოქრო" - პროექტი "ოდესა ბათუმი - ფოტოდღეები" გრძელდება. ფოტოგრაფების ნამუშევრები დღეს ევროპის მოედანზე გამოიფინა. ხელოვანებმა კადრზე ორი ქალაქის ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოველდღიურობა ასახეს. საერთაშორისო ფესტივალში საქართველო, უკრაინა, აშშ, კანადა, აზეირბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსია და ინდოეთის ქვეყნები მონაწილეობენ. „ოდესა -ბათუმი ფოტოდღეები“ 10 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დაიხურება.