ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკვიას სასამართლო პროცესი

13, სექტემბერი 2017 14:09:00

მოსამართლემ ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულების  შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მერაბ ღოღბერიძე და ირაკლი ჩხვირკია აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. ბრალდებულების ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლემ სასჯელის ზომად უფრო მსუბუქი ფორმა უნდა გამოიყენოს. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულების მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობას ადგილი არ ექნება და ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.  პროცესს მერაბ ღოღობერიძე არ ესწრებოდა. გუშინდელ პროცესზე  ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ჩხვირკვიას ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.  მომდევნო სასამართლო სხდომა  22 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკვიას 11-12 მარტის აქციების ორგანიზებას ედავებიან. (40)

ავტორი(ები)

210

დღის ამბები