ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

„ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017“ ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული უსაფრთხოება

13, სექტემბერი 2017 17:02:00

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017“  ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული უსაფრთხოება მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში  ისეთ თემებს როგორებიცაა განიხილავენ: საერთაშორისო ნორმები და რეგიონული უსაფრთხოება, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გამოწვევები, ბირთვული იარაღის აკრძალვა და ჰუმანიტარული ინიციატივა. ასევე იმსჯელებენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და  სტრატეგიული ვაჭრობის რეგულირებაზე. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საბჭოს და შვედეთის მთავრობის ინიციატივით ტარდება.  


დღის ამბები