სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების გახსნა

13, სექტემბერი 2017 17:03:00

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ინიციატივით,  ბათუმში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე, ჩანაცვლებითი თერაპიის  განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში,  პაციენტი მომსახურებას თანადაფინანსების პრინციპით იღებდა და თვეში 110 ლარს იხდიდა, ორი თვეა კი  პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. საქართველოს მასშტაბით,  აღნიშნულ პროგრამაში 5000 მდე პირია ჩართული. ბათუმში განყოფილებას ორასზე მეტი ბენეფიციარი ყავს.