ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო

13, სექტემბერი 2017 17:06:00

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. უკვე შეიწამლა სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელი იყო  ავიაციის გამოყენება. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სამოქმედო გეგმის თანახმად, ქიმიური წამლობა საკარმიდამო ნაკვეთებსა და  დასახლებული პუნქტების მიმდებარედ  არსებულ ნარგავებში ივნისიდან ტარდება. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ  შეწამვლითი ღონისძიებები სპეციალური ტექნიკით და  სამანქანე აგრეგატებით  გრძელდება. 

ავტორი(ები)

211

დღის ამბები