სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

13, სექტემბერი 2017 17:05:00

როგორია  წინასაარჩევნო გარემო და  ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური  პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მთავარ პრობლემად გენდერული კვოტირების სისტემა , ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკაში ნაკლები ჩართულობა დაასახელეს. საია წინასაარჩევნო გარემოს შესწავლას 2016 წლიდან ახორციელებს. საკითხთან დაკავშირებით  ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეხვედრის დასრულების შემდეგ რეკომენდაციები გაიცა.