28, იანვარი 2017 11:23:00
მოსწავლეთა 71-ე კონფერენციის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გაეცნო. ინგა შამილიშვილი საჯარო სკოლების წარმომადგენლებს კონფერენციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პროექტში წელს 160-მდე ნაშრომი იყო წარმოდგენილი. თემატიკა ტრადიციულად მრავალფეროვანია. წელს როგორ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში განმარტეს, მოსწავლეთა ჩართულობა ნაკლები იყო. მიზეზად დირექტორი თამარ მესხიძე შესაბამისი მოტივაციის არქონას ასახელებს. კონფერენციის მიზანი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.