29, იანვარი 2017 11:25:00
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცახდებენ, რომ დიდთოვლობას მათთვის პრობლემები არ შეუქმნია. ცენტრის დირექტორის თქმით, ისეთ ადგილებში , სადაც შედარებით დიდია თოვლის საფარი სამედიცინო ბრიგადები მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად არც პაციანტთან დაგვიანებას ჰქონია ადგილი. მინდია კახიძე აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გამოძახებების რიცხვმაც იკლო.