29, იანვარი 2017 11:24:00
უამინდობის გამო, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. უწყების თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ხეებს თოვლისგან წმენდნენ. მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარეების დაზიანების შემთხვევები ამ ეტაპზე ნაკლებია. გაწმენდით სამუშაოებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩაერთო. აქციაში მინისტრთა კაბიaნეტის წევრები და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ხეები თოვლის საფარისგან გაათავისუფლონ.