30, იანვარი 2017 08:27:00
შეფერხებით მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც. 30 მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან სასწავლო პროცესი არ შედგა 16-ში. როგორც საბავშო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. 14 საბავშვო ბაღში კი სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.