30, იანვარი 2017 11:26:00
დიდთოვლობის გამო, როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ბრიგადებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ. მთავარი დაბრკოლება პირველადი დახმარების ექიმებისთვის მომატებული საცობებია. ქალაქს ოთხი მაღალი გამავლობის მანქანა ემსახურება. მაღალ სოფლებში კი, იქ სადაც გაუწმენდავი გზები და მეწყრული პროცესებია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები პაციენტების მომსახურებას სამაშველო სამსახურის დახმარებით ახერხებენ.