04, ოქტომბერი 2017 17:14:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაზე სწავლის მსურველებს რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ვებპროგრამისტი, ბუღალტერ-ტექნოლოგი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ფარმაცევტის თანაშემწე, არქიტექტორ-ტექნიკოსი- ჯამში 15 პროფესიულ პროგრამაზე 420 მსურველი ჩაირიცხება. დარეგისტრირებულ აპლიკანტებს პირველ ეტაპზე პრეტესტი, შემდგომ კი მისაღები გამოცდა ჩაუტარდებათ. სწავლა პროფესიულ მიმართულებებზე 27 ნოემბერს დაიწყება.