06, ოქტომბერი 2017 14:06:00
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე შეკრებილი მეცნიერები ისეთ საკითხებზე მსჯელობენ როგორებიცაა: დემოგრაფიული ვითარება აჭარაში, რელიგიის კუთხით არსებული პრობლემები, მიწის ფონდის მართვის თანამედროვე ასპექტები ციფრულ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში და საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში სენსიტიური უბნების კვლევა აჭარის მაგალითზე. მეცნიერები დასკვნებს შემდგომი რეაგირებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგენენ.