06, ოქტომბერი 2017 20:00:00
მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ კონკურსში გამარჯვებული პოეტები დააჯილდოვა. პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი 5 ნომინაციაში იყო გამოცხადებული. ნომინანტები ერთმანეთს აბუსერისძე ტბელის, ზურაბ გორგილაძის, მემედ აბაშიძისა და ფრიდონ ხალვაშის პრემიების მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. სახელოვანი მწერლების პრემიები მწერალთა სახლის აჭარის ორგანიზაციას 2006 წლიდან აქვს დაწესებული.