12, ოქტომბერი 2017 20:05:00
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. შედეგები თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. აღინიშნა, რომ თავისი წარმომადგენლობით, რიგით მე-11-ე მინისტერიალი გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო. ორი დღის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე, მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, ტოტალური თავდაცვის საკითხებზე, შეკავების პოლიტიკასა დას ხვა საკითხებზე. ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელბის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე პოზიციები საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ასევე დადასტურდა, რომ საქართველო არის ნატოს პარტნიორი და ამ პარტნიორობის ფარგლებში გაგრძლდება ერთობლივი წვრთნები და სწავლებები მეტი უსაფრთხოებისთვის შავი ზღვბის აკვადორიაში.