ოთხშაბათი 13, დეკემბერი 2017

ნათია ბუაძე მედიისა და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

12, ოქტომბერი 2017 20:01:00

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს  შეხვდა და საარჩევნო  პროგრამა გააცნო. გაერთიანებული ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნების“  წარმომადგენელმა ნათია ბუაძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში  სოციალური პრობლემების მოგვარებაზე , ინფრასტრუქტურისა და ქალაქის ვიზუალური  მხარის გაუმჯობესებაზე  იზრუნებს.  ბუაძემ განათლების ხელშეწყობის აუცილებლობაზეც  ისაუბრა.   შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.