13, ოქტომბერი 2017 14:09:00
„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს უსმენენ. დავის საგანს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი წარმოადგენს. სადაო ნორმა, მოსარჩელის განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას კრძალავს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოქმედი ჩანაწერი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ მეწარმეობისა და კონკურენციის პრინციპებს. აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია სახელმწიფომ მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასები აკონტროლოს. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.