13, ოქტომბერი 2017 14:05:00
პრევენციული ზომების მიზნით 16, 17 და 18 ოქტომბერს ბათუმში მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება შენობებში აზიური ფაროსანას დაფიქსირების შემდეგ მიიღო. შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ბაღების ეზოებს შეწამვლა. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდება შენობებიც.