13, ოქტომბერი 2017 20:07:00
პარლამენტმა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტსაც, რომელიც დეპუტატებმა ასევე, 117 ხმით მიიღეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას წინ კანონმდებლების მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა და ვეტოს დაძლევა უსწრებდა. გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს, 8 მომხრე და 110 წინააღმდეგი ჰყავდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა. რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ვეტოს დასაძლევად პარლამენტი დღეს დაახლოებით 5 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.