13, ოქტომბერი 2017 17:02:00
მოლეკულური პათოლოგიის მნიშვნელოვანი როლი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში. ნეირო-ონკოლოგიის და ზოგადი ონკოლოგიის თანამედროვე დიაგნოსტიკა. ამ თემებზე მედიკოსები ბათუმში 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ. საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც ესწრებიან, რომლებიც აღნიშნულ დარგში მკურნალობის მხრივ დანერგილ სიახლეებს განიხილავენ. ასევე ერთმანეთს დიაგნოსტირების მეთოდებსაც გაუზიარებენ. მსგავსი შეხვედრა უკვე მე-15 იმართება.