16, ოქტომბერი 2017 17:06:00
უამინდობის გამო გათიშული ელექტროენერგია უკვე მიეწოდება ქობულეთის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტის აბონენტების ნაწილს. თუმცა „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ , რამდენ ოჯახია დენის გარეშე დარჩენილი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სანსახურის უფროსის ავთო დვალიშვილის განცხადებით, სტიქიის მიუხედავად, ელექტრომომარაგების კუთხით, მუნიციპალურ ცენტრებში შეფერხება არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად, სამივე მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე დასრულდება.