17, ოქტომბერი 2017 20:11:00
ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლას გეოლოგები ხვალიდან დაიწყებენ. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მდინარე აკავრეთა ადიდდა და ცენტრალური პარკი დაიტბორა. საფრთხე შეექმნა ორ ოჯახს. წყალი სახლების პირველ სართულზე შევიდა. მეწყერი ჩამოწვა საავტომობილო გზებზეც. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. მუნიციპალიტეტის გამგეობა მონაცემებს ამუშავებს.