18, ოქტომბერი 2017 17:04:00
1994 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომში დაღუპული ერთ- ერთი გმირის ნეშტი გუშინ, ღამით მშობლიურ სახლში გადმოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. თეიმურაზ ჯორბენაძეს ხვალ, ქობულეთში ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთის ომის გმირი 31 წლის ასაკში სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ქობულეთში #3 საჯარო სკოლა თეიმურაზ ჯორბენაძის სახელს ატარებს.