21, ოქტომბერი 2017 12:10:00
საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი მთაწმინდის მეექვსე საარჩევნო უბანზე დილის ცხრა საათზე გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს კეთდება არჩევანი უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ადგილობრივი წარმომადგენლობა მოუსმენს თავის მოქალაქეებს.